Back to the top

წესები და პირობები

წესები და პირობები

წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და ინდივიდუალურ მეწარმე ევგენი დროზდოვი-ს (საიდენტიფიკაციო კოდი 304731716) (შემდგომში „კომპანია“„Ignite.Salon“ )  შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას და არეგულირებს თქვენს მიერ https://ignite.salon/ვებსაიტის გამოყენებას.

კომპანია თქვენგან ან მესამე პირებისგან მოპოვებულ ინფორმაციას იყენებს და ამუშავებს განსაზღვრული კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.

ignite.salon გამოყენების წესებსა და პირობებზე დათანხმებით თქვენ, ასევე, ეთანხმებით კომპანიის კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

გთხოვთ, ვებსაიტის გამოყენებამდე გაეცნოთ გამოყენების წინამდებარე წესებს და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

  1. ტერმინთა განმარტება:
    • წინამდებარე პირობებში გამოყენებულ ტერმინებსა და განმარტებებს გააჩნიათ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა. გარდა იმ შემთხვევებისა, თუ დოკუმენტის კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ არ გამომდინარეობს:
      • ანგარიში – ნიშნავს მომხმარებლის მიერ ვებსაიტზე რეგისტრირებულ ანგარიშს;
      • ავტორიზაცია – ნიშნავს მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშზე წვდომას;
      • გამოყენების წესები – ნიშნავს წინამდებარე წესებს;
      • ვებსაიტი – აღნიშნავს https://ignite.salon-ს, რომლის მეშვეობითაც ხდება კომპანიის ონლაინ მაღაზიიდან მამაკაცის თმის და თავის მოვლის  სხვადასხვა საშუალებების გამოწერა;
      • მომხმარებელი, მომხმარებლები – ნიშნავს https://ignite.salon -ზე რეგისტრირებულ ანგარიშის მქონე პირს;
      • კომპანია, ჩვენ ან ჩვენი – ნიშნავს https://ignite.salon-ს, რომელიც რეგისტრირებულია და არსებობს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სახელწოდება ინდივიდუალური მეწარმე ევგენი დროზდოვი საიდენტიფიკაციო კოდი 304731716, რეგისტრირებული მისამართი: საქართველო, თბილისი, ვაკის რაიონი, ვაჟა-ფშაველას გამზირი, N 85, საოფისე ფართი N4, სართული 1  ან მასთან დაკავშირებულ ან მის ნებისმიერ შვილობილ პირს;
      • მხარეები – ნიშნავს კომპანიასა და მის მომხმარებლებს;
      • შეკვეთა –ვებ-გვერდზე დარეგისტრირებული მომხმარებლის მიერ პროდუქციის დამატება კალათაში და შეკვეთის დადასტურება შესაბამისი ინფორმაციის შეყვანითა და გადახდის დადასტურებით;
      • უნივერსალური იდენტიფიკატორები – https://ignite.salon-ს მომხმარებლების მონაცემების ერთობლიობა, რომელთა გამოყენებითაც იგი რეგისტრირდება იდენტიფიკაციის სისტემაში და ეძლევა შესაძლებლობა, ისარგებლოს https://ignite.salon -ის ონლაინ მაღაზიას;
      • პროდუქცია – https://ignite.salon განთავსებული ბარბერშოპის მამაკაცის თმისა და თავის მოვლის საშუალებები;
      • ხელშეკრულება- წინამდებარე დოკუმენტი ვებ გვერდის გამოყენების წესებისა და პირობების შესახებ;
  1. განცხადებები და გარანტიები:
    • წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით მომხმარებელი ადასტურებს, რომ:
      • არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირი ან ფიზიკური პირი, არის 18 წელს მიღწეული და არ აქვს შეზღუდული სამოქალაქო ნების გამოხატვის თავისუფლება;
      • გააჩნია სრული (შეუზღუდავი) ქმედუნარიანობა, არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, არ იმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარისა ან ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენს ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა აკრძალული მოქმედების ობიექტს. salon -ის მხრიდან, სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს, პირობების დებულებათა არსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;
    • გაეცნო პირობებს და ეს პირობები მისთვის მისაღებია;
    • მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი;
    • მომხმარებელი არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არცერთი იურისდიქციის კანონმდებლობით (რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობას და იმ ქვეყნის კანონმდებლობას, რომლის მოქალაქეც არის მომხმარებელი) გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმსა ან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში);
    • პირადი ანგარიშის გახსნისას და ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისათვის მისი საქმიანობა ან/და ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კანონმდებლობასთან;
    • თანახმაა, პირადი ანგარიშის გახსნის შემდგომ, ხელშეკრულების შეწყვეტამდე,  salon -მა მოიძიოს/გადაამოწმოს და დაამუშავოს მომხმარებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია.
    • salon იტოვებს უფლებას მომხმარებელს გაუგზავნოს საიტზე რეგისტრაციისა და შეკვეთის მიღების პროცესთან დაკავშირებული SMS და e-Mail შეტყობინებები;

 

  1. მომხმარებლის ანგარიშის გახსნა – გამოყენება, შეკვეთის განთავსება:
    • მომხმარებლის მიერ salon -ის მომსახურებებით სარგებლობის წესი:
      • salon -ის ონლაიან მაღაზიიდან პროდუქციის გამოწერისა და შეკვეთის განთავსებისთვის მომხმარებლმა უნდა:
    • გაიაროს რეგისტრაცია/ავტორიზაცია ვებ-გვერდზე ელ-ფოსტის მეშვეობით;
    • რეგისტრაციისას მომხმარებელმა ვებ-გვერდზე უნდა შეიყვანოს შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მობილური ტელეფონის ნომერი, ე-ფოსტის მისამართი და თავად შექმნას პაროლი;
    • ავტორიზაციის შემდგომ მომხმარებელს წვდომა ექნება თავის პირად კაბინეტზე, სადაც შესაძლებელი იქნება კალათაში სასურველი პროდუქციის დამატება და შეკვეთის განთავსება;
    • შეკვეთის განთავსებისათვის მომხმარებელმა უნდა მიუთითოს პროდუქციის მიღების გზა: მისამართიდან გატანა ან ადგილზე მიწოდება. მიწოდების არჩევის შემთხვევაში ვებ-გვერდზე განთავსდება ინფორმაცია მიწოდების ვადების და ღირებულების შესახებ, რაც დამოკიდებულია მომხმარებლის ადგილსამყოფელზე;
    • მიწოდების ან/და ადგილიდან გატანის საშუალების არჩევის შემდგომ მომხმარებელი გადავა შესაბამისი ბანკის ვებ-გვერდზე, სადაც შეიყვანს თავის საბანკო რეკვიზიტებს და ბანკის ვერიფიკაციის შემდეგ გადაიხდის შეკვეთის ღირებულებას;
      • თუ მომხმარებელს უჩნდება დამატებითი კითხვა salon -ის მომსახურების პირობებთან ან მისთვის საინტერესო საკითხთან დაკავშირებით იგი უკავშირდება მხარდაჭერის ჯგუფს შემდეგ რეკვიზიტებზე:

ელ-ფოსტა: promo@ignite.salon

Telegram: @Ignite_barbershop

What’sApp: https://api.whatsapp.com/send/?phone=995500053626&text&type=phone_number&app_absent=0

Instagram direct: https://www.instagram.com/ignite_barbershop_tbilisi/

Tel: +995500053626

მის: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 85. ბარბერშოპი Ignite

 

  1. იდენტიფიკაციის სისტემაში რეგისტრირებული უნივერსალური იდენტიფიკატორები:
    • მომხმარებლის სახელი – დისტანციური მომსახურების მისაღებად ავტორიზაციის განხორციელებისათვის საჭირო მომხმარებლის მიერ განსაზღვრული ერთ-ერთი უნიკალური პარამეტრი.
    • პაროლი – ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურების მისაღებად ავტორიზაციის განხორციელებისათვის საჭირო ერთ-ერთი პარამეტრი, რომელსაც მომხმარებელი თვითონ განსაზღვრავს;
    • მობილური ტელეფონის ნომერი – ტელეფონის ნომერი, რომელზეც მომხმარებელი იღებს ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურებით განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო ერთჯერად წვდომის კოდებსა და ერთჯერად პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და მომსახურების მისაღებად საჭირო ინფორმაციას;
    • მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართი – ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელზეც მომხმარებელი იღებს ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურებით განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო წვდომის კოდებსა და პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/ და მომსახურების მისაღებად საჭირო ინფორმაციას;
    • მომსახურების გაუმჯობესებისა ან/და უსაფრთხოების მიზნებისთვის კომპანიამ, შესაძლებელია, განსაზღვროს დამატებითი ან განსხვავებული მომხმარებლის იდენტიფიკატორები.

 

 

  1. პროდუქცია, შეკვეთის მიწოდება და პირობები
    • ვებ-გვერდზე განთავსებული პროდუქცია მოიცავს მამაკაცის თმის და თავის მოვლის სხვადასხვა საშუალებებს, რომელიც არ იწარმოება ონლაინ-მაღაზია salon-ის მიერ, შესაბამისად მაღაზია ეყრდნობა მწარმოებლის მიერ მითითებულ ინფორმაციას, და პასუხისმგებლობას ვერ აიღებს   პროდუქციის ხარისხზე ან/და შეფუთვაზე მითითებული ინფორმაციის სიზუსტესა და სისრულეზე;
    • შეკვეთის განხორციელების შემდგომ კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენელი დაუკავშირდება მომხმარებელს და მიაწვდის სრულ ინფორმაციას პროდუქციის გატანის ან/და მიწოდების შესახებ;
    • მომხმარებელი უფლებამოსილია შეკვეთის განხორციელების დღესვე თავად გაიტანოს შეკვეთა კომპანიის ფიზიკური მისამართიდან: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 85. ბარბერშოპი Ignite, სამუშაო საათები: 10:00 დან 21:00 საათამდე;
    • თუ მომხმარებელმა აირჩია ადგილზე მიწოდების სერვისი, კომპანია თავისი საკურიერო სერვისის ან/და კონტრაქტორი საკურიერო მომსახურების გამოყენებით მოახდენს პროდუქციის მიწოდებას ადგილზე თბილისის მასშტაბით 2 სამუშაო დღის, ხოლო რეგიონების მასშტაბით 5 სამუშაო დღის ვადაში;
    • შეკვეთის სათანადოდ შეფუთვაზე პასუხისმგებელია მწარმოებელი, ხოლო პროდუქციის მიწოდებისას შეკვეთის შეფუთვაზე პასუხისმგებელია salon, ისე რომ:
  • არ მოხდეს შეკვეთის შიგთავსის დაზიანება (მათ შორის დასველება) ტრანსპორტირების დროს;
  • შეკვეთა უნდა შეიფუთოს უსაფრთხოდ;
  • შეკვეთა  უნდა შეიფუთოს ისეთი სახით, რომ არ მოხდეს შიგთავსის დაზიანება ტრანსპორტირების დროს და არ წარმოადგენდეს საშიშროებას იმ პირებისთვის, ვინც განახორციელებს მის შემდგომ მიღებას;
  • თუ მომხმარებელი შეკვეთის ადგილზე მიწოდებისას აღმოაჩენს, რომ პროდუქცია დაზიანებულია ან მიწოდება მოხდა არასრულად, მიეწოდა სხვა პროდუქტი და ა.შ. მომხმარებელი ვალდებულია დაუყონებლივ დაუკავშირდეს კომპანიას მითითებულ საკონტაქტო რეკვიზიტებზე და გადააგზავნოს მიღებული პროდუქციის ფოტოსურათები. ასეთი შემთხვევის დაფიქსირებისას კომპანია ვალდებულია გადაამოწმოს მომხდარი ფაქტი და საჭიროებისას შეცვალოს დაზიანებული პროდუქცია;

 

 

 

  1. salon -ის პასუხისმგებლობის ფარგლები და პასუხისმგებლობის შეზღუდვა
    • თქვენ თანხმდებით, რომ გაქვთ თავისუფალი არჩევანი, ისარგებლოთ თუ არა კომპანიის ვებსაიტითა და მომსახურებით და ამას აკეთებთ თქვენი გადაწყვეტილებით, დისკრეციითა და რისკით.
    • კომპანია უზრუნველყოფს თქვენს წვდომას ვებსაიტზე და მომსახურების გაწევას წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად. კომპანია არავითარ სხვა დაპირებასა და გარანტიას არ იძლევა მომსახურებასთან ან რაიმე პროდუქტთან ან სერვისთან დაკავშირებით, რომელიც შეადგენს მომსახურების ნაწილს. შესაბამისად, გამოირიცხება (კანონით დადგენილ ფარგლებში) კომპანიის პასუხისმგებლობა აღნიშნულთან დაკავშირებით (მათ შორის, დამაკმაყოფილებელ ხარისხი ან/და თქვენს მიზნებთან შესაბამისობა).
    • თქვენ ადასტურებთ, რომ კომპანია არ იქნება პასუხისმგებელი თქვენ ან მესამე პირის წინაშე რაიმე ცვლილების, ვებსაიტზე წვდომის შეზღუდვის ან შეწყვეტის შემთხვევაში.
    • salon მატერიალურ პასუხისმგებლობას იღებს იმ ზიანზე, რომელიც წარმოიშვება მისი ბრალით, შეკვეთის:
      • დაკარგვით;
      • გარეგანი დაზიანებით;
      • შეკვეთის არადროული მიწოდების შემთხვევაში;
    • salon პასუხისმგებლობა ძალაშია, როდესაც:
      • შეკვეთა დაიკარგა.
      • შეკვეთის გარეგანი დაზიანებისას, თუ ასეთი დაზიანება აღმოჩენილია მისი მომხმარებლისთვის გადაცემამდე, ან უშუალოდ მისი გადაცემის დროს;
    • salon-ის პასუხისმგებლობა გამოირიცხება:
      • თუ შეკვეთა ჩაბარებულია მოხმარებლისთვის და მან დაუყონებლივ არ განაცხადა დანაკლისის ან/და დაზიანების შესახებ;
      • იმ შეკვეთის მიმართ, რომელთა მომხმარებლისთვის ჩაუბარებლობის მიზეზი გახდა მის მიერ  მითითებული არასწორი (არასრულყოფილი) ინფორმაცია;
      • დაუძლეველი ძალით გამოწვეული გარემოებების დადგომის შემთხვევაში;

 

  1. დაუძლეველი ძალა
    • მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან, თუ მათი მხრიდან ვალდებულების დარღვევა გამოწვეული არის დაუძლეველი ძალის მოქმედებით (ფორს-მაჟორი) ან ისეთი გარემოებით, რომლის გათვალისწინება და აღკვეთა მხარეების ძალებს აღემატებოდა;
    • ხელშეკრულების მიზნებისთვის პასუხისმგებლობისგან გამათავისუფლებელ გარემოებებად ჩაითვლება, სტიქიური მოვლენები, გაფიცვები, საბოტაჟი ან სხვა საწარმოო არეულობა, სამოქალაქო მღელვარება, ომი, სამხედრო მოქმედებები, ბლოკადა, აჯანყება, მიწისძვრა, მეწყერების ჩამოწოლა, ეპიდემია, წყალდიდობა და სხვა მსგავსი მოვლენები, რომელიც არ ექვემდებარება მხარეთა კონტროლს და რომელთა თავიდან აცილებაც მათ მიერ შეუძლებელია;
    • ხელშეკრულებების პირობების ან რომელიმე მათგანის მოქმედების შეჩერება ფორსმაჟორული გარემოებების დადგომის გამო არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას;
    • თუ დაუძლეველი ძალის მოქმედება ატარებს დროებით ხასიათს, ამ დოკუმენტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების ვადები გადაიწევს დროის იმ პერიოდით, როცა დაუძლეველი ძალის მოქმედება ხელს უშლიდა ვალდებულების შესრულებას.
    • მხარეები ვალდებული არიან დაუძლეველი ძალის არსებობის შედეგად ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის შესახებ შეატყობინონ მეორე მხარეს დაუყოვნებლივ. დაუყოვნებლის შეტყობინების შეუძლებლობის შემთხვევაში, პირველივე შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 7 დღისა ასეთი გარემოების წარმოშობიდან. აღნიშნულ ვადაში შეტყობინების განუხორციელებლობის შემთხვევაში, დამრღვევ მხარეს უფლება არ აქვს, პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების მიზნით, მიუთითოს ასეთ გარემოებებზე, თუ შეტყობინების გაუგზავნელობა არ იყო გამოწვეული ამ გარემოებებით;
    • იმ შემთხვევაში თუ ფორსმაჟორული გარემოების ხანგრძლივობა 30 (ოცდაათი) დღეზე მეტ ხანს გაგრძელდა ან მისი დადგომისთანავე ცხადი გახდა, რომ მოქმედება 30 (ოცდაათი) დღეზე მეტ ხანს გაგრძელდება, მხარეები წყვეტენ ხელშეკრულების მოქმედების მიზანშეწონილობის საკითხს. მხარეების შეუთანხმებლობის შემთხვევაში, გადაწყვეტილებას შეწყვეტის შესახებ, იღებს მხარე, რომლის მიმართაც ჯეროვნად არ სრულდება ვალდებულება. ხელშეკრულების ამგვარი შეწყვეტის დროს მხარეები შეძლებისდაგვარად გონივრულ ვადებში ასწორებენ ყველა ადრე არსებულ ვალდებულებებს ერთმანეთის მიმართ.

 

  1. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტა:
    • წინამდებარე წესებისა და პირობების ძალაში შესვლის შემდგომ ძალაში რჩება მომხმარებლის რეგისტრაციის გაუქმებამდე.
    • მომხმარებლი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს გააუქმოს რეგისტრაცია და წაშალოს თავისი ანგარიში;

 

  1. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი:
    • წინამდებარე პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
    • მხარეთა მიერ პირობების შესრულების ადგილს წარმოადგენს საქართველო;

9.3. ამ პირობებთან ან მის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა ან უთანხმოება გადაწყდება მხარეებს შორის მოლაპარაკების გზით;

9.4. თუ მხარეები 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში შეთანხმებას ვერ მიაღწევენ მოლაპარაკების გზით, ისინი უპირობოდ თანახმა არიან სურვილის შემთხვევაში მიმართონ მათთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ დავის გადაწყვეტის სხვა საშუალებებს.

 

  1. ცვლილების შეტანა წინამდებარე პირობებში:
    • წინამდებარე პირობები შესაძლებელია დაექვემდებაროს ცვლილებებს. ცვლილებებს განახორციელებს salon მომხმარებლისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე, თუმცა პირობებში არსებითი ცვლილების განხორციელების შემთხვევაში მომხმარებელმა მომსახურების შეუფერხებლად მიღების გასაგრძელებლად ხელმეორედ უნდა განაცხადოს მათზე თანხმობა. პირობების ყოველი არსებითი ცვლილებისას მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა, განაცხადოს თანხმობა ignite.salon -ს ნებისმიერი არხით სარგებლობისას.

 

  1. გარდამავალი დებულებები:
    • წინამდებარე პირობებში აღნიშნული სათაურები გამოიყენება მხოლოდ მოხერხებულობისთვის და არ აქვს ზეგავლენა პირობების განმარტებასა და ინტერპრეტაციაზე.
    • თუ წინამდებარე პირობების რომელიმე პუნქტი ან მისი ნაწილი რაიმე მიზეზით გაუქმდა, ბათილად ცნობილი ან შეწყვეტილი, აღნიშნული პუნქტი ან მისი ნაწილი აღარ იქნება გამოყენებული, რაც არ იქონიებს გავლენას პირობების დანარჩენი პუნქტების ნამდვილობაზე.

 

  • იმ შემთხვევებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული პირობებით, მხარეები იხელმძღვანელებენ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით ან/და დამატებით შეთანხმებული პირობებით.

 

კონტაქტი

წესებსა და პირობებთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით.  გთხოვთ დამატებით გაეცნოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკას, რომელიც წარმოადგენს ამ წესების და პირობების განუყოფელ ნაწილს;

 

 

navigation-logo-parlour-font

Contact us : name@yoursite.com   (251) 546-9442
© Copyright 2017. All Rights Reserved.